“ნაციონალური მოძრაობა”: შუახევის 2018 წლის ბიუჯეტი ხალხზე მორგებული არაა!

შუახევის 2018 წლის ბიუჯეტს ოპოზიციურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა. დღეს შუახევის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ხმაური 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების საკითხმა გამოიწვია. ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგობის მიუხედავად 18 მომხრე იყო და 4 მოწინააღმდეგე,ხოლო ერთმა თავი შეიკავა.

თუმცა,  2018 წლის ბიუჯეტი მაინც დამტკიცდა და საწყისი ბიუჯეტი 8 მილიონ 814 ათას 418 ლარს შეადგენს. ამას ემატება ის დაუსრულებელი ღონისძიებები რომელიც ინფრასტრუქტურის სამსახურმა წარადგინა და 743 ათას 213 ლარი დაემატა, რაც საერთო ჯამში შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 9 მილიონ 557 ათს 631 ლარს შეადგენს.

„2017 წელს დაწყებული ღონისძიებები რომლებს ისევ 2017 წელს უნდა დასრულებულიყო ვერ დასრულდა და გადმოვიდა 2018 წელში ფაქტიურად 2018 წელში ინფრასტრუქტურაზე არაფერი არ იხარჯება, ეს არის დაწყებულის დასრულება. ეს არის მერიის უსაქმურობით და უუნარობით და დაუდევრობით გადადებული ღონისძიებები და რა თქმა უნდა იმას რასაც 2017 წელში ეყარა კენჭი 2018 წელში მას განმეორებით მხარს ვერ დავუჭერდი. ეს ბიუჯეტი მთლიანობაში არ არის რაიონზე მორგებული”, – განაცხადა ჟურნალისტებთან შუახევის საკრებულოს წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” სოსლან ზოიძემ.

ოპონენტების შენიშვნებს არ ეთანხმება და არ უსაფუძვლოს უწოდებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი ანზორ ცეცხლაძე და ოპოზიციური პარტიის მხრიდან ბიუჯეტზე მხარის არდაჭერა იმ ფაქტით ახსნა, რომ ოპოზიციური პარტიისთვის მოსაწონი ბიუჯეტის არარსებობით ახსნა.

„ოპოზიციამ მხარი 2018 წლის ბიუჯეტს იმის გამო არ დაუჭირა, რომ მათთვის მოსაწონი ბიუჯეტი არ არსებობს”, –  განაცხადა შუახევის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ანზორ ცეცხლაძემ.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები