ნაციონალური მოძრაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობას უარყოფითად აფასებს

ნაციონალური მოძრაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობას უარყოფითად აფასებს. პარტიის წევრები დღეს ხელვაჩაურში, ვარშალომიძეების დასახლებაში მივიდნენ. მათი განცხადებით სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი აიპი აგრო პროექტების მართვის ცენტრი, სოფელში გავრცელებულ აზიურ ფაროსანას ყურადღებას არ აქცევს და შეწამვლით სამუშაოებს არ ატარებს, რის გამოც მოსახლეობა ზარალდება.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრალური განვითარების დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, შეწამვლითი ღონისძიებები იმ ტერიტორიებზე ჩატარდა,  რომლებშიც ფაროსანას გავრცელების აქტიური კერებია.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები