“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხულოს გამგეობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ირაკლი ჯორბენაძის, მტკიცებით ვაშლოვანის სოციალური სახლში ბინები არაობიექტურად განაწილდა. ბინის გარეშე დარჩა ჯაყელების ოჯახი, რომელიც გეოლოგიური დასკვნის მიხედვით ადგილმონაცვლეობას საჭიროებს.

ხულოს გამგეობაში განმარტავენ, რომ ბინები სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით განაწილდა.  ჯაყელები კი კრიტერიუმს  ვერ აკმაყოფილებდნენ. ვაშლოვანის სოციალურ სახლში ბინები სულ 59 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები