ნაპირსამაგრი სამუშაოები

ბათუმის ნაპირდაცვის სამუშაოები და ახალი სანაპირო ზოლის მოწყობა მიმდინარეობს

► პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანაპიროს აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ასევე, კეთდება არსებული ბულვარის აღდგენილ სანაპიროსთან დასაკავშირებელი 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი.

► სამუშაოები 2018 წლის აგვისტოში დასრულდება.

► აზიის განვითარების ბანკმა ახალი სანაპირო ზოლის მოწყობისა და ბათუმის ნაპირდაცვის რეაბილიტაციისთვის 30 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო.

► ბათუმის სანაპირო განიცდის ძლიერ ეროზიას და აზიანებს, როგორც პლაჟს, ასევე სანაპირო ბულვარს. პროექტის დასრულების შედეგად, მოგვარდება წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, რაც ხელს შეუწყობს საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
“საქართველოს მთავრობა”

სხვა ვიდეოები