ნიღბიანმა პირმა ბათუმში ერთი ახალგაზრდა დაჭრა და სამს თავს დაესხა

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის დასაწყისში ნიღბიანი, შეიარაღებული პირი ოთხ ახალგაზრდას თავს დაესხა. დანით დაჭრილი ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც თვითმხილველი “ბათუმელებს” მოუყვა, სამი ბიჭი და ერთი გოგო მარკეტთან იდგნენ, თავდამსხმელი კი მათთან მოტოციკლით მივიდა და ფიზიკური განადგურებით დაემუქრა. თვითმხილველის თქმით, ისინი ერთმანეთს იცნობდნენ და ცეცხლსასროლი იარაღი თავდამსხმელს ხელიდან გააგდებინეს. საბოლოოდ, ნიღბიანმა პირმა დანით დაჭრა ერთ-ერთი ახალგაზრდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანით ხელზე დაჭრილია ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მიმდინარეობს გამოძიება 118-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სხვა დეტალებზე ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები