ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი ბათუმში

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ნინო ქათამაძე და “Insight”, ნიკოლოზ რაჭველთან, საქართველოს ეროვნული სიმფონიურ ორკესტრთან და ბათუმის კაპელასთან ერთად კონცერტს გამართავს.

12 ნოემბერს ბათუმელების წინაშე სხვადასხვა კომპოზიცია აჟღერდება, როგორც კლასიკური, ასევე ნინო ქათამაძესა და  “Insight”-ის რეპერტუარიდან.

ანალოგიური კონცერტი, იგივე შემადგენლობით, ბათუმში მაისშიც გაიმართა, წარმატებულ პროექტს მუსიკალური ცენტრი მსმენელებს შემოდგომაზეც სთავაზობს.

კონცერტის ბილეთები  ხელოვნების ცენტრის სალაროსა და  biletebi.ge -ზე იყიდება.  პარტერში ბილეთის ღირებულება 30 ლარია, ამფითეატრში  25 , იარუსებსა და ლოჟაში კი 20-20 ლარი.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები