ოჩხამურში მრავალბინიანი სახლების გადახურვა მიმდინარეობს

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაბა ოჩხამურში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოები დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული პროექტი სახურავის თუნუქისა და ხის კონსტრუქციების შეცვლას, ასევე წყალსარინი ღარებისა და წყალსაწრეტი მილების მოწყობას ითვალისწინებს.

ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 19 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გადაიხურება. პროექტის განსახორციელებლად 393 392 ლარი დაიხარჯება. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახურავების გადახურვის მიზნობრივი პროგრამა რამდენიმე წელია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 200-ზე მეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გადაიხურა.

“ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები