“ოცნების” ყოფილი გამგებელი: რაც მე ოთხ წელში ხულოში გავაკეთე, ხულოს ისტორიას არ ახსოვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხულოს რაიონული ორგანიზაციის წევრები, ყოფილი გამგებლის ბესიკ ბაუჩაძის “ქართული ოცნების” პარტიული სიიდან ამოღებას ითხოვენ.  როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ჯორბენაძე “აიპრესთან” აცხადებს, ბესიკ ბაუჩაძის ადგილი საკრებულოში აღარაა. “აიპრესთან” ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს ბესიკ ბაუჩაძე და აცხადებს, რომ ხულოში მისი ოთხწლიანი მოღვაწეობის დროს რაც გაკეთდა ეს ხულოს ისტორიას არ ახსოვდა.

“ის რომ ირაკლი ჯორბენაძეს ჩემი საკრებულოში შესვლა არ უნდა ეს არაფერს ნიშნავს, მე ამირჩია პარტიამ.

რაც შეეხება ჩემს ოთხწლიან მოღვაწეობას ხულოში, რაც ამ დროს გაკეთდა ეს ხულოს ისტორიას არ ახსოვდა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მათი ხელისუფლებაში ყოფნის დრო გაიხსენოს ხულოში ერთი კიბე რომ გააკეთა, მხოლოდ საავადმყოფოს გვერდით და ისიც უშედეგოდ, არავინ სარგებლობს იმ კიბით. ირაკლი ჯორბენაძე ცაში დაფრინავს და ჯობია მიწაზე დაეშვას”, – განაცხადა ბაუჩაძე.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები