ოჯახში ძალადობა – ქალებისთვის პრობლემურ საკითხების ჩამონათვალში პირველი ადგილი უჭირავს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)​ კვლევების ფარგლებში გამოკითხულთა უმრავლესობა, ქალაქებში სადაც ცხოვრობენ ქალებისთვის ყველაზე პრობლემურ საკითხად ოჯახში ძალადობას და ადრეულ ქორწინებას მიიჩნევენ.

გამოკითხულთა 81 პროცენტი ამბობს, რომ ქალებისთვის ოჯახში ძალადობა პრობლემაა, 20 პროცენტი ამ საკითხს არ ეთანხმება.

მეორე ადგილზეა ადრეული ქორწინების საკითხი 69 პროცენტით.  27% კი ფიქრობს, რომ არასრულწლოვანის დაქორწინების პრობლემა ქალებს არ აქვთ.

რაც შეეხება ქალების სექსუალური შევიწროების თემას – 54 პროცენტი საუბრობს, რომ ეს საკითხი პრობლემურია ქალებისთვის. გამოკითხულთა 28%  არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, ხოლო 18 არ იცის.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 77% მხარს დაუჭერდა პარლამენტის მიერ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონის შემოღებას. 14% არ დაუჭერდა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

ქალებისთვის პრობლემურ საკითხების ჩამონათვალში მე-4 ადგილი დაიკავა ბაღების საკითხმა, გამოკითხულთა 51 პროცენტი ფიქრობს, რომ ეს სერიოზული შეფერხებაა ქალებისთვის, 38 პროცენტი კი ბაღების არ არსებობას ქალების პრობლემად ვერ აღიქვამს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები