ორი წლის ბავშვი, რომელსაც მიკროავტობუსი დაეჯახა, გარდაიცვალა

ქობულეთში, სოფელ ხალაში მიკროავტობუსი 2 წლის ბავშვს დაეჯახა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

http://ajaratv.ge/

სხვა ვიდეოები