ორმხრივი შეხვედრა ყაზახეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის

თბილისში ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სასტუმრო ბილტმორში. შეხვედრას ქართული მხრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე, ხოლო ყაზახეთის მხრიდან, ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრი ჟენის კასიმბეკი, ვიცე-მინისტრი იერლან კაიროვი, ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ერმუხამეტ ერტისბაევი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

წყარო: “Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძე”

სხვა ვიდეოები