პატარძლის აჭარული ცეკვა, ოქროს სამკაული საჩუქრად – იმიტირებული ქორწილი “შუამთობაზე”

სახალხო ზეიმის “შუამთობის” ერთ-ერთი გამორჩეული ტრადიცია იმიტირებული ქორწილია. ეს ტრადიცია ოდითგანვე მოდის და თაობიდან თობებს გადეცემა.

დღესასწაულის ყურადღების ცენტრში სწორედ ეს წყვილი მოექცა. ტრადიციულად წელსაც პატარძალს საჩუქრად ოქროს სამკაული გადაეცა. მათთვის განკუთვნილი საჩუქარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ცოლმა სოფიო ბაკურიძემ გადასცა.

გიორგი თავართქილაძე და სალომე ხარაბაძე ხულოს რაიონ სოფელ ძირკვაძეებში ცხოვრობენ. წყვილს ქორწილი სექტემბერში აქვს, თუმცა სპეციალურად ამ დღისთვის ნეფე-პატარძლის ფორმაში გამოეწყვნენ.

“დანიშნულები ვართ, ქორწილი სექტემბერში გვექნება. რადგან “შუამთობა” იყო, გადავწყვიტეთ იმიტირებული ქორწილი გაგვეკეთებინა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა“,- ამბობს გიორგი თვართქილაძე.

პატარძალმა ანსამბლ “ბერმუხასთან” ერთად ტრადიციული აჭარული ცეკვაც შეასრულა.

“ipress.ge?

სხვა ვიდეოები