პატრიარქი: დალოცვილი იყვნენ ახალი დეპუტატები და მთელი საქართველო

“დალოცვილი იყვნენ ახალი დეპუტატები და მთელი საქართველო. ღმერთმა ინებოს ისეთი კანდიდატები და ადამიანები ავირჩიოთ, რომლებიც საქართველოს გამოადგებიან”, –  ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა საარჩევნო უბანაზე ხმის მიცემის შემდეგ ბრძანა.

შეგახსენებთ, დღეს 2017 წლის 21 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები ტარდება.

დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს ირჩევს.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 3 440 123-ია.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები