პატრიარქი გიორგობას მაღალმთიანი აჭარიდან 300-მდე ბავშვს მონათლავს

გიორგობის დღესასაწაულზე საყოველთაო ნათლობა გაიმართება და 600-ზე მეტი ბავშვი მოინათლება.- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა..

23 ნოემბერს, გიორგობას რიგით 51-ე ნათლობა ჩატარდება და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 670-მდე ბავშს მონათლავს. აქედან 300-მდე ბავშვი მაღალმთიანი აჭარიდან – ხულო, ქედა, შუახევიდან იქნება.

ცნობისთვის, ამ დრომდე პატრიარქს 33 232 ნათლული ჰყავდა.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები