პატრიარქი: როდესაც ადამიანი განიკითხავს სხვას, ცოდვები გადმოდის იმაზე, ვინც განიკითხავს

“ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი განიკითხავს სხვას და ის ცოდვები, რომელიც მას ჩაუდენია, გადმოდის იმაზე ვინც განიკითხავს”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2018 წლის საახალწლო მილოცვაში განაცხადა.

”ქრისტესმიერ სიყვარულით ყველას მოგესალმებით და გილოცავთ ახალ წელს. ჩვენ შეჩვეული ვართ, როდესაც ვადარებთ წარსულს და მომავალს. წარსული წელი იყო მძიმე, მაგრამ ღვთის მადლით დავძლიეთ ეს წელი. სიყვარულით მივესალმები, ვულოცავ ახალ წელს მკვიდრთა საქართველოისათა-ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, რუსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და ყველას ვინც არის საქართველოში.

დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას ბედნიერებას, მაგრამ არ გვესმის რა არის ბედნიერება და რაშია ბედნიერება. ბედნიერება ის არის, როდესაც ადამიანი კმაყოფილია სულიერად და მატერიალურად, როდესაც დალოცვილია ღვთისაგან და თავისი მშობლებისაგან. ეს უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ მშობლების დალოცვა არის ღვთის დალოცვა და ბიბლიაში სწერია – პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები