“პატრიოტთა ალიანსმა” ქობულეთში კანდიდატები წარადგინა

პატრიოტთა ალიანსმა ქობულეთში მერობის კანდიდატად  მერაბ ბლადაძე წარადგინა. ის საზოგადოებას ბოლო წლებში როგორც უფლება დამცველი ახსოვს. ასევე 21 მაჟორიტარულ ოლქში ცნობილია კანდიდატების ვინაობა. მხარდამჭერებს კანდიდატების წარდგენამდე სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმა.

დავით თარხან მოურავმა გამოსვლის ძირითადი დრო ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო და ქობულეთის მოსახლეობას მერაბ ბლადაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ირმა ინაშვილმა კი მხარდამჭერებს არჩევნებზე მისვლისკენ და 8 ნომრის შემოხაზვისკენ მოუწოდა. რაც შეეხება კანდიდატებს 21 მაჟორიტარობის კანდიდატიდან მხოლოდ სამია ქალი.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები