პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური უბნები გაიხსნა

სპეციალური უბნები იმუშავებს დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში. 10 უბანია გახსნილი ისნის, გლდანის, რუსთავის, მცხეთის, წყალტუბოს, ქუთაისისა და ბათუმის ციხეებში.

დილის 7 საათიდან გაიხსნა საარჩევნო უბანი, სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებაში. 105-ე უბანზე ხმას ციხის თანამშრომლები მიცემენ, რეგისტრირებულია სულ 60 ამომრჩეველი. უბანი ხმის მიცემის დასრულებისთანავე დაიხურება და ბიულეტენებს ახლოს მდებარე უბნის ბიულეტენებს შეურევენ, შესაბამისად ციხის უბანზე ცალკე შემაჯამებელი ოქმი არ შედგება.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები