პირუტყვის ახალი დაავადება

პირუტყვის ახალი დაავადება მაღალმთიან აჭარაში. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაყანაშივაქცინაცია დაიწყო. ვირუსის სახელწოდება – ნოდულარული დერმატიტია, რომელიც ძირითადად მსხვილფეხა რქოსნებშია გავრცელებული. დროული ვაქცინაციის შემთხვევაში განკურნება შესაძლებელია, დაგვიანების დროს კი პირუტყვი იღუპება.

სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ დაავადება მწერებს პირუტყვზე გადააქვთ, ადამიანის ინფიცირების საშიშროება კი არ არსებობს.

 წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები