პირველადი მონაცემებით ქედაში, ხულოსა და შუახევში “ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ

მაღალმთიან აჭარაში წინასწარი მონაცემების მიხედვით მერობის კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია. ინფორმაცია “აიპრესს” მუნიციპალიტეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა მიაწოდეს.

წელს პირველად მუნიციპალიტეტებში გამგებლების ნაცვლად მერები აირჩიეს. ხულო, ქედა, შუახევის მუნიციპალიტეტში 2017 წლის თვიმართველობის არჩევვებზე წინასწარმი მონაცემეით “ქართული ოცნების” მერობის კანდიდტები ლიდერობენ.

შუახევის მუნიციპალიტეტში სულ 9 182 ამომრჩეველი გამოცხადდა, საიდანაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ფრიდონ ფუტკარაძეს 61, 24 % დაუჭირა მხარი.
რაც შეეხება ხულოს №84 საოლქო საარჩვნო კომისიის, წინსწარი მონაცემებით, სულ 14 232 ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთრი არჩევანი, ამომრჩეველმა ხმა აქაც “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის გოჩა მელაძის სასარგებლოდ გააკეთა , მან 8 ათასამდე ხმა მიიღო რაც პროცენტულად 60% შეადგენს.

ქედაში სადაც აჭარის მასშტაბით, ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა დაფისქირდა საოლქო კომისიის წინასწარი მონაცემებით აქაც ქართული ოცნების კანდიდატი ლევან გორგილაძე ლიდერობს, მან ხმათა 65% მოიპოვა.

მაღალმთინ აჭარაში არჩევნები მშვიდ გარეოში მიმდინარეობდა.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები