აჭარაში პირველი ახალშობილი – გოგონა 00:07 საათზე “საზღვაო ჰოსპიტალში” გაჩნდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ 2018 წელს დაბადებული ახალშობილები მოინახულა. 2018 წელს, აჭარაში, პირველი ახალშობილი – გოგონა, 00:07 საათზე “საზღვაო ჰოსპიტალში” გაჩნდა, პირველი ახალშობილის დაბადებიდან 10 წუთში ქვეყანას კიდევ ერთი გოგონა მოევლინა, მოგვიანებით კი ვაჟი გაჩნდა. სამივე პატარა და ახალშობილების დედები მინისტრმა პირადად მოინახულა. ზაალ მიქელაძემ მშობლებს შვილის შეძენა და ახალი 2018 წლის დადგომა მიულოცა და ბავშვის ჰიგიენური მოვლის საშუალებები გადასცა.

წყარო:”აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები