პირველკლასელები „ქართული ოცნების“ დროშებით – სხეფის სკოლა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარინე დარჩიძემ, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ პირველ კლასელებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.  მოსწავლეებს ხელში “ქართული ოცნების” დროშები უჭირავთ.

პედაგოგმა ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან აღნიშნული ფოტო უკვე წაშალა.

ფაქტის შესახებ ინფორმაცია შუახევის რესურსცენტრში უკვე მიიღეს. უწყების  ხელმძღვანელის განმარტებით, საკითხს სკოლის დისციპლინარული კომიტეტი შეისწავლის და შესაბამის ზომებს გაატარებს.  ედუარდ გოგრაჭაძე ამბობს, რომ პარტია „ქართლი ოცნების“ დროშები საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სავარაუდოდ ბავშვებმა მიიტანეს,  რაც მასწავლებლების ყურადღების მიღმა დარჩა.

 “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები