პირველკურსელთა რეგისტრაცია

ბსუ-ში პირველკურსელთა აკადემიური და ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაცია იწარმოებს 30 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე შემდეგ მისამართებზე:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე: ბიოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ზღვის ბიოლოგია, ფარმაცია, ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია, მედიცინა, სტომატოლოგია  (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №321);

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე: ქართული ფილოლოგია, ისტორია, ინგლისური ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია, ფრანგული ფილოლოგია, რუსული ფილოლოგია, თურქული ფილოლოგია, თარგმანმცოდნეობა, ფილოსოფია, თურქეთისმცოდნეობა (მისამართი: ქ. ბათუმი,  ნინოშვილის ქ. №35,  ოთახი №42);

ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე: მათემატიკა, ფინანსური მათემატიკა, ფიზიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, გამოყენებითი ფიზიკა (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №213);

განათლების ფაკულტეტზე: დაწყებითი განათლება   (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №50);

იურიდიული ფაკულტეტზე: სამართალმცოდნეობა (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №513);

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე: ფინანსები, მენეჯმენტი,  ეკონომიკა, საბუღალტრო და საგადასახადო საქმე, მარკეტინგი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №414);

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე:  ევროპისმცოდნეობა, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №518);

ტურიზმის ფაკულტეტზე: ტურიზმი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №121);

ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე: მშენებლობა, ტელეკომუნიკაცია, ტრანსპორტი, სამთო და გეო-ინჟინერია, არქიტექტურა, აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგროინჟინერია   (მისამართი: ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №12, ოთახი №102);

რეგისტრაციისათვის აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი მოწმობის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) ფოტოსურათი 3 ცალი (3×4), ასევე სურათის ელექტრონული ვერსია (СD დისკი);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხევაში).

ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დაწყებამდე სწავლის უფლების მქონე პირი ვალდებულია გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია – გადაიხადოს პირველი სემესტრის სწავლის საფასური არანაკლებ 500 ლარისა.

სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღების ბანკი  – სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი – TRESGE 22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 7 0901 7289 – (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  სწავლის საფასური);
დანიშნულებაში უნდა მიეთითოს: სტუდენტის სახელი გვარი, პირადი ნომერი, ფაკულტეტი, სპეციალობა, კურსი;

იმისათვის, რომ გადახდილი სწავლის/კრედიტების საფასური ავტომატურად აისახოს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბანკში საბილინგო სისტემა. გადახდა ასევე შესაძლებელია სწრაფი ჩარიცხვის აპარატებისა და ელექტრონული გადახდების სისტემებიდან.

უნივერსიტეტში მოქმედ სამართლებრივ რეგულაციებზე, სწავლის საფასურის გადახდის წესზე, საერთაშორისო ურთიერთობებსა და გაცვლით პროგრამებზე, სოციალურ პროექტებსა და სტიპენდიებზე,  შემოქმედებით და სპორტულ წრეებზე ინფორმაციას მიიღებთ სტუდენტთა საინფორმაციო ცენტრში.  მისამართი: უნივერსიტეტის ფოიე, I კორპუსი, ნინოშვილის ქ.35.

“ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი”

სხვა ვიდეოები