პოეტ ზერა რომანაძის შემოქმედებითი საღამო

კულტურის სახლში პოეტ ზერა რომანაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. საღამო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა გახსნა. მან პოეტის შემოქმედებაზე ისაუბრა და მწერალთა კავშირისგან სიგელი გადასცა. პოეტს ქართული კულტურის ამაგდარის წოდება მიენიჭა.
პოეტმა ქართულ და ფრანგულ ენაზე დაწერილი ლექსები წაიკითხა. საღამო მუსიკალურად მომღერალმა თამუნა მიქელაძემ გააფორმა.
პოეტი წლების მანძილზე საფრანგეთში მოღვაწეობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ზერა რომანაძე მწერალთა კავშირის წევრი გახდა.

წყარო:”ქობულეთის მინიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები