პოლიციის უფროსის, ბუტა ანთაძის, მკვლელობაში ბრალდებულს შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ

გასული წლის გახამურებულ საქმეზე ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეში მოხდარ დანაშაულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადება დღესაც გადადო, მანამდე კი ბრალდებულის საბოლოო სიტყვა მოისმინა. პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული ბესიკ ტაკიძის სასამართლო დარბაზში გამოჩენას ხმაური და დაძაბულობა მოჰყვა.

 გარდაცვლილი პოლიცელის ოჯახი ბალდებულისთვის უვადო პატიმრობის მისჯას ითხოვს. ბესიკ ტაკიძეს გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის განზრახ მკვლეოობას ედავება, რაც ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გასლი წლის ზახულში, ღამით სოფელ მუხაესტატეში 30 წლამდე ასაკის ბესიკ ტაკიძემ, პოლიციის სამმართველოს უფროსს ზურგის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის შემდეგ ბრალდებულის ახლობლები აცხადებდნენ, რომ პოლიციელი ტაკიძეს წლების განმავლობაში სამართლებრივად დევნიდა რაც ტრაგიკული ინციდენტის მიზეზი გახდა.

სასამართლოს ტერიტორიაზე მხარეებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით სამართალდამცავები.

სხვა ვიდეოები