პრაქტიკული გამოცდილების ანგარიშის პრეზენტაცია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, აგრარული ფაკულტეტის 10-მა სტუდენტმა ა.(ა)ი.პ აგროსერვის ცენტრის სასათბურე, სადედე და სადემონსტრაციო მეურნეობებში მიღებული პრაქტიკული გამოცდილების ანგარიშის პრეზენტაცია გააკეთა.
შეხვედრას დაესწრო აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის დეკანი გიზო ფარცხალაძე, პროფესორ მასწავლებელები და სტუდენტები.
აგრარული ფაკულტეტის სტუდენტები სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პრაქტიკული უნარჩვევევბის გამომუშავებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში ანაზღაურებად სტაჟირებას 6 თვის მანძილზე გადიოდნენ.
სტაჟიორები სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების, აგროტექნიკურ ღონისძიებების, მეურნეობის მართვის ორგანიზაციულ სამეურნეო მეთოდების შესახებ პრაქტიკულ გამოცდილებას იღებდნენ. სტაჟირების პერიოდში მონაწილეობდნენ სხვადასხვა აგრო ტურებში, მათ შორის ჯიღაურასა და წილკანის სადემონასტრაციო მეურნეობა, სადაც გაეცნენ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სამუშაო სპეციპიკას, ასევე მარნეულსა და ბოლნისში თანამედროვე კაპიტალური ტიპის სათბურების მუშაობის სპეციფიკისა და ჩინური სათბურების ტექნოლოგიურ სიახლეებს.
აგროტურის ფარგლებში მოინახულეს იმერეთში მოქმედი მეღვინეობასა და სასაწყობო მეურნეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ხოლო დმანისის მუნიციპალიტეტში კენკროვანი კულტურების (ჟოლო და მაყვალი) მოვლა მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. სტაჟიორებმა დაათვალიერეს პროექტ “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების, რომლებიც ბოსტნეული კულტურებისა და ხილის გადამუშავებას ახდენენ.

წყარო:”აჭარის ა/რსოფლის მეურნეობის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები