პრემიერის გადაწყვეტილებით, ხვალიდან “ტამიფლუ” უფასოდ იქნება

ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სეგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო უფასოდ გასცემს სპეციალურ ანტივირუსულ პრეპარატს რისკ ჯგუფებზე, როგორიც არიან ორსულები, ასაკოვნები, ბავშვები, სოციალურად დაუცველები, ქრონიკული დაავადების მქონეები, ბოლო პერიოდში ცნობილი გახდა, რომ ამ მედიკამენტების შეძენა გარკვეულ ფინანსურ ან რაიმე სახის ბარიერს შეადგენს.

პრემიერი მამუკა ბახტაძე ინტენსიურად არის სამუშაო პროცესში ჩართული. ჩვენ გვიან ღამით გვქონდა ბოლო განხილვა დაავადების ამ მიმდინარეობის შესახებ. პრემერმინისტრის გადაწყვეტილებაა, რომლის შესრულებასაც ვიწყებთ, რომ ანტივირუსული პრეპარატი სახელმწიფო სუბსიდირებით მოქალაქეებისთვის უფასოდ გაიცეს. ეს ფინანსური ბარიერი, რომელიც ბევრისთვის საგრძნობია, საერთოდ განულდეს. ეს დავალება გუშინ, გვიან საღამოს დავიწყეთ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სხვა ვიდეოები