პრობლემები ხულოს მუნიციპალიტეტში

მეორე დღეა ჩაოს და ღურტას მოსახლეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი. გუშინ ღამით მეწყრული პროცესები სოფელ პაქსაძეებშიც განვითარდა, რის გამოც მოსახლეობა ცენტრთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.სტიქიამ წყლის სათავე ნაგებობა დააზიანა. დაბა ხულოს  წყალი არ მიეწოდება.

შეზღუდვებია ელექტრომომარაგებაშიც. შუქი სოფელ დანისპარაულისდიოკნისისა და რიყეთისმოსახლეობას არ მიეწოდება. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით,  სამუშაოები დაწყებულია და ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღდგება.

 

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები