პრობლემები სავაჭრო ცენტრში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხულოს სავაჭრო ცენტრ „ბაკურის“ კეთილმოწყობას ითხოვს. პარტიის წარმომადგენლის განცხადებით სავაჭრო ცენტრში წვიმის წყალი ჩადის და გასაყიდი პროდუქტი ფუჭდება.

შენობაში არც სახანძრო უსაფრთხოებაა დაცული. ბრალდებებს სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელი გამოეხმაურა,   თენგიზ ბაკურიძის განცხადებით  დიდთოვლობის გამო დაზიანებულ სახურავს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

თვის ბოლომდე კი სახანძრო უსაფრთხოების პრობლემა მოგვარდება. რაც შეეხება გათბობას, ბაკურიძის განმარტებით, გათბობის დამონტაჟების შემთხვევაში მოვაჭრეებს გადასახადი გაეზრდებათ, რაც დასაქმებულებულებისთვის მიუღებელია.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები