პროექტ “ცოცხალი წიგნები”-ს ფარგლებში, ქედას თანამედროვე მწერლები ესტუმრნენ

პროექტ ,,ცოცხალი წიგნები”-ს ფარგლებში, ქედას ამჯერად თანამედროვე მწერლები გიორგი კაკაბაძე, ადიკო შუღლაძე, მანონი ბულისკირია, ხვიჩა ყალაბეგაშვილი და ნათია როსტიაშვილი სტუმრობდნენ.

საგანმანათლებლო-ლიტერატურული პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მესამე წელია კავშირი ,,პოეზიის მეგობართა კლუბი” ახორციელებს, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე ხელმძღვანელობს.

ქედელმა მკითხველმა ავტორებისგან თავად მოისმინეს ლექსები, პროზაული ჩანახატები, შემოქმედების სხვადასხვა ნიმუშები. ქედის საჯარო ბიბლიოთეკას კი საჩუქრად ახალი გამოცემები და ლიტერატურული პერიოდიკა გადასცეს.

საღამოს ქადაში მოღვაწე პოეტები და საზოგადოების სხვა წევრები ესწრებოდნენ.

“ipress.ge”

 

სხვა ვიდეოები