პროექტი „რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისფლების წარმომადგენლები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) პროექტის მიმდიანრეობის შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას დაესწრნენ.

პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან: ფიფლ ინ ნიდ (PIN) და დემოკრატიის ინსტიტუტთან (IOD) თანამშრომლობით.

 პროექტის მიზანია რეგიონების მდგრადი და ინკლუზიური განვითარების მიზნით, ხელი შეუწყოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

წყარო:”აჭარის უმაღლესი საბჭო”

სხვა ვიდეოები