პროექტი ,,სოციალურად დაუცველ ხანდაზმულთა შინმოვლის სერვიების უზრუნველყოფა“ მაღალმთიანეთში

“იმედი, სიხარული და რწმენა ” ასე აფასებენ აჭარის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები 26 არამობილური ხანდაზმული, პროექტს ,,სოციალურად დაუცველ ხანდაზმულთა შინმოვლის სერვიების უზრუნველყოფა“ – ს რომელიც: 1 წლის განმავლობაში, ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოს არბაითენ სამარიტელთა ბუნდი“-ს, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოაგადეობის, მკ./ს ორგანიზაცია კრისტალი, ააიპ “მაკლეინის ასოციალცია ბავშვებისათვის” და ადგილობრივ ხელისუფლებასთან პარტნიორობით ხორციელდება.
საპილოტე პროექტის ფარგლებში არაერთი სერვისი დაინერგა და განხორციელედა ქუთაისის ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში, ხელვაჩაურისა და ქედას 17 სოფელში, პროექტის მიზნად ისახავდა ხანდაზმულთა სოციალიზაციის ხელშეწყობას , ინფორმაციაზე ხელმისაწვდომლობასა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, განგაშის შეტყობინების აპარატების გამოყენებით.
პროექტის გაგრძელება და განხორციელება მომდევნო წლიდან მხარდაჭერილი იქნება „დეფ“ -ისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.
ორგანიზაცია მადლობას უხდის პარტნიორებს და ყველა მოხალისეს რომლებიც ჩართული იყნვნენ პროექტის განხორციელებაში და თავისი წვლილი შეიტანეს ხანდაზმულთა დასახმარებლად 

წყარო: “NAF დახმარების ეროვნული ფონდი

სხვა ვიდეოები