პროექტი “ტუბერკულოზისაგან თავისუფალი აჭარა”

სამუშაო შეხვედრა პროექტის ფარგლებში – ტუბერკულოზისაგან თავისუფალი აჭარა

სასტუმრო Wyndham Batumi -ში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით.
აღინინიშნა,რომ ამჟამად მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს რამოდენიმე საერთაშორისო პროექტი, კერძოდ “ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა” (ZERO TB INITIATIV), რომლის მიზანია ცალკეულ ქალაქებსა და რეგიონებში შეიქმნას ტუბერკულოზის ელიმინაციის ე.წ.”კუნძულები”. ინიციატივა მხარს უჭერს ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესის, და სამოქალაქო სექტორის კოალიცია/პარტნიორობის ჩამოყალიბებას პრობლემის მულტისექტორული მიდგომით დასაძლევად, რადგან ტუბერკულოზი – სცილდება ჯანდაცვის სისტემის ფარგლებს. მოხდა შეთანხმება ამ ინიციატივის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის შესახებ აჭარის მასშტაბით. აჭარის თვითმმართველობას და სამედიცინო საზოგადოებას შეეთავაზა პროექტში მონაწილეობა და პარტნიორობის ჩამოყალიბება ა/რ მასშტაბით, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება, როგორც ადგილობრივი
რესურსების, ასევე საერთაშორისო დახმარების მოზიდვა TB-ს ყოვლისმომცველი ეპიდკონტროლი და მაღალი ხარისხის
სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა. პროექტის მომზადების სავარაუდო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 24 მარტი- “TB ბრძოლის მსოფლიო დღე”.

წყარო:”აჭარის საზოგადებრივი ჯანდაცის ცენტრი”

სხვა ვიდეოები