პროკურატურა დაკავებულებს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 2 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს, რომელიც ერთი წლის ვადით პატიმრობას ითვალისწინებს – ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ავრცელებს. თენგიზ კახიძის განცხადებით, ორთავე ბრალდებული ამ პირობას ეთანხმება. ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა სხვა ბრალდებულებს 18 თვით თავისუფლების აღვეთას სთავაზობს, რაც მათთვის მიუღებელია. დაცვის მხარე შერჩევით სამართალე საუბრობს.

თენგიზ კახიძის ინფორმაციით, ორ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება 20 ივლისს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე იგეგმება.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები