პროკურატურა: რობერტ ახალაიამ 19 წლის მამიდაშვილს 8 ჭრილობა მიაყენა

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის კოლეგიის მოსამართლე ელენე გოგუაძე, 19 წლის მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ, სდასუ-ს მე-4 კურსის სტუდენტისთვის, რობერტ ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

პროკურორის თქმით, რობერტ ახალაიამ, მამიდაშვილს, თსუ-ს სტუდენტს ანა ხელაძეს დანით 8 ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი აბაზანაში გამოიცვალა ტანსაცმელი, დანა ჩაიდო ზურგჩანთაში, ტელეფონის სიმ ბარათი გამოცვალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პროკურატურა რობერტ ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები