პროტესტი მდინარიდან ნატანის ამოღების გამო

ქობულეთის სანაპიროზე მდინარე კინტრიშის შესართავიდან ქობულეთის გამგეობა ნატანს იღებს. ფაქტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, აღნიშნული ადგილიდან ქვა-ღორღის ამოღება საფრთხის შემცველია.

ქობულეთის გამგებელი ირწმუნება, რომ ნატანი აღნიშნულ ადგილას ჭარბია და პლაჟის სხვა მონაკვეთზე გადანაწილება საფრთხეს არ შემნის. სულხან ევგენიძე აცხადებს, რომ ნატანი კვლავ ქობულეთის პლაჟის გასწორებას ხმარდება, ამიტომ სამუშაოები ნებართვას არ საჭიროებს. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით იგივეს ადასტურებენ.

სხვა ვიდეოები