ქალაქში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, გადაადგილება შეფერხებულია რკინიგზის სადგურისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გელაურის დასახლებაში, ჯავახიშვილის, რუსთაველისა და გურამიშვილის ქუჩებზე. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სტიქიის შტაბი, მობილიზებულია მობილური ჯგუფები და ინტენსიურად იწმინდება სანიაღვრე სისტემები, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე პირადად ხელმძღვანელობს. უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეიქმნა მუნიციპალიტეტის სოფლებში, დაიმეწყრა შიდა სასოფლო გზები და საცხოვრებელი სახლები. დაზარალებულების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს.

წყარო: “ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები