ქალის მდგომარეობა, რომელსაც ბათუმში მატარებელი დაეჯახა, უკიდურესად მძიმეა

ქალის, მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა უკიდურესად მძიმეა, ამის შესახებ “აიპრესს” ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში განუცხადეს.

“ერთი საათის წინ შემოიყვანეს დაახლოებით 40-დან 45 წლამდე ასაკის ქალბატონია. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. აქვს ქალა თავის დაზიანება, ასევე კიდურების და გულ-მკერდის მოტეხილობები. შემოყვანისთანავე გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე, კომპიუტერული ტომოგრაფიების შემდეგ, გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში”, -აცხადებს “აიპრესთან” საუბრისას ჰოსპიტალის პრესსამსახურის უფროცი, ცირა აბულაძე.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდესის 275-ე მულით დაიწყო.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები