ქარისა და წვიმის გამო, უსაფრთხოებისთვის, ქედის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში ელექტროენერგია გათიშეს

უამინდობამ პრობლემები შექმნა ქედის მუნიციპალიტეტშიც.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობამ ”აიპრესს” განუცხადა, ძლიერი ქარისა და წვიმის გამო უსაფრთხოების მიზნით, ელექტროენერგია გაითიშა 9 ადმინისტრაციული ერთეულიდან 7-ში. მათივე ინფორმაციით, შიდა სასოფლო გზებზე განვითარდა მცირე მეწყრული პროცესები და ქვათა ცვენა. თუმცა, ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგზაო დეპარტამენტი და მიმდინარეობს მეწყრული კერების ლოკალიზება.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები