ქართულ ხალხურ მედიცინას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – „ქართული ხალხური სამედიცინო ცოდნა და მისი გამოყენების ტრადიციები“, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემებისა და იურიდიულ სამსახურებს დაევალათ მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა და ამ მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე განთავსების მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე, დღეიდან, 2017 წლის 22 აგვისტოდან ამოქმედდა.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები