”ქართული ოცნება” აჭარაში საარჩევნო სიას ხვალ წარადგენს

ქართული ოცნება“ აჭარაში საარჩევნო სიას ხვალ წარადგენს აჭარაში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია ოფიციალურად ხვალ გახდება ცნობილი. საზოგადოებას კანდიდატებს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს. ბათუმში, 19 საათზე კონცერტი გაიმართება, 20 საათზე კი ოფიციალური ცერემონია დაიწყება. პრეზენტაციამდე მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ბათუმის მერის კანდიდატების ვინაობა ცნობილი გახდა. ქალაქსა და რაიონებში წინასაარჩევნო ბანერებიც გამოჩნდა.

ბათუმის მერობისთვის ლაშა კომახიძე იბრძოლებს, რომელიც წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიციაზე მუშაობდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატი მირიან ქათამაძეა, რომელიც აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეა.

ქედაში ლევან გორგილაძე დასახელდება, რომელიც ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის დირექტორად მუშაობდა.

„ქართული ოცნებიდან” შუახევის გამგებლობის კანდიდატი ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი ფრიდონ ფუტკარაძე იქნება.

ხულოს მუნიციპალიტეტში კი გოჩა მელაძე დასახელდება, რომელიც კურორტ ”გოდერძის” დირექტორის მოადგილეა. თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.​

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები