”ქართულმა ოცნებამ” ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია წარადგინა

რამდენიმე წუთის წინ “ქართულმა ოცნებამ”   ქობულეთში საარჩევნო სია წარადგინა. პრეზენტაციას  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდა. ქობულეთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიაში 4 მოქმედი დეპუტატია, 22 კანდიდატს შორის მხოლოდ 2 ქალია.
ქალაქ ქობულეთში მაჟორიტარობისთვის  დავით  წულუკიძე, დავით  მჭედლიშვილი და ავთანდილ გოგიბერიძე იბრძოლებენ. რაც შეეხება სოფლებს, კანდიდატთა სია ასე გამოიყურება: ქაქუთი –  ვიტალი ქარცივაძე, ლეღვა – ავთანდილ ანანიძე, მუხაესტატე – თედო ტაკიძე, ალამბარი – მანუჩარ ნიჟარაძე, აჭყვისთავი – ავთანდილ ზოიძე, ზენითი – ქეთინო ქათამაძე, ოჩხამური – ბონდო სურმანიძე, გვარა – რომან მოწყობილი, ხუცუბანი – არჩილ დუმბაძე, სოფელი ქობულეთი – იოსებ ჯაფარიძე, ჭახათი – თემურ მოწყობილი, ბობოყვათი – გენადი თამაზაშვილი, დაგვა – მალხაზ რომანაძე, კვირიკე – ავთანდილ ვერულიძე, ციხისძირი – ვაჟა შავიშვილი, ჩაქვი – მამუკა შამილიშვილი, საჩინო – ედნარ თურმანიძე,ჩაისუბანი – გურამ აბაშიძე, ხალა – ნანული ვასაძე.

ქობულეთში მერობისთვის “ქართული ოცნებიდან” მირიან ქათამაძე იბრძოლებს. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”,  მისი კანდიდატი თემურ ზოიძეა. “ევროპულმა საქართველომ” მერობის კანდიდატად  რამდენიმე დღის წინ ელგუჯა გოგმაჩაძე წარადგინა, თუმცა მოგვიანებით მოხსნა.  “პატრიოტთა ალიანსიდან” ქობულეთის მერობის კანდიდატი  მერაბ ბლადაძეა, საარჩევნო სიის პირველ ნომრად კი “პატრიოტთა ალიანსმა”  ექიმი ნათელა ჩელებაძე დაასახელა.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდება.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები