ქართველი მოჭიდავე, ზვიად პატარიძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია!

ქართველმა მოჭიდავემ, ზვიად პატარიძემ, მსოფლიო ჩემპიონატზე ყირგიზი რომან კიმი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ნახევარფინალში, ფინალში, ქართველმა მოჭიდავემ ზვიად პატარიძემ რუსი მეტოქე დაამარცხა. 120 კგ ზვიად პატარიძემ რუსი გიორგი გაჯინოვი 4 წუთში აშკარა უპირატესობით 9-0 დაჯაბნა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ყირგიზ რომან კიმს დაეჭიდა.

ქართველმა მძიმეწონოსანმა საფინალო გზაზე 4 მეტოქე დაამარცხა, იაპონელი იცუკი შოჯი 47 წამში ხოლო რუმინელი ისტვან ბერეი 17 წამში აშკარა უპირატესობით 8-0 გაანადგურა, მეოთხედფინალში ირანელ ამინ მირზაზადეს 4-1 მოუგო, ნახევარფინალში კი რუსი გიორგი გაჯინოვი 4 წუთში იოლად 9-0 დაჯაბნა.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები