ქედა-მერისი-ნამონასტრევის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ასფალტობეტონის დაგება დასრულდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში, ქედა-მერისი-ნამონასტრევის საავტომობილო გზის კმ8+000-კმ10+000 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები დასრულდა.

პროექტისთვის ბიუჯეტიდან 771 770 ლარი დაიხარჯა. აღნიშნულ გზაზე მოეწყო ასევე 1268 გრძივი მეტრი კიუვეტი, 116 გრძივი მეტრი კედელი და 26 გრძივი მეტრი გაბიონი.

პროექტის ფარგლებში გასულ წელს მოეწყო წონიარისის, დანდალოს და ზენდიდის საავტომობილო გზები
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები