ქედაში 8 უსახლკარო ოჯახი წლის ბოლოსთვის საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი

ქედაში ეკომიგრანტთა პირველი კატეგორიის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, 8 უსახლკარო ოჯახი წლის ბოლოსთვის საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. ამის შესახებ აიპრესს მუნიციპალიტეტის გამგეობამ განუცხადა.

სოციალური სახლი დაბა ქედაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ადგილმრეწველობის შენობაში მოეწყობა, რომლის რეკონსტრუქციისათვის 436 046 ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოები მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა დავით დუმბაძემ, გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან დავით თედორაძესთან ერთად მოინახულა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ლადა” ახორციელებს, რომელსაც 10-მდე ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული.

12 ბინიანი სახლის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები