ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. “მერესედესის” მარკის ავტომანქანა ბათუმი ახალციხის ცენტრალური მაგისტრალზე სოფელ წონიარისთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ცეცხლი თვითმხილველებმა უკვე ჩააქრეს. როგორც შსს “აიპრესს” განუცხადეს შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რაზეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გაფორმდა. შემთხვევის დროს ავტომანქანაში 4 მგზავრი იმყოფებოდა.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები