სოფელ კვირიკეს სკოლაში სარემონტო სამუშაოები განახლდა

ქობულეთში, სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები განახლდა. კომპანიამ საგანმანათლებლო დაწესებულების კუთვნილი მოედნების კეთილმოწყობა, შეღებვა და გათბობის სისტემის მოწყობა 15 აგვისტომდე უნდა დაასრულოს.

აღნიშნულ სკოლაში სასწავლო პროცესი 2016 წელს უნდა განახლებულიყო, თუმცა წინამორბედმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. მას აჭარის განათლების სამინისტრომ ხელშეკრულება შეუწყვიტა და ტენდერი ხელახლა გამოაცხადდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლაში. განახლდა სასკოლო ინვენტარი.
“აწარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები