ქედაში, ექსკურსიაზე მიმავალი 6 ბავშვი დაშავდა

როგორც “აიპრესისთვის” გახდა ცნობილია, 6 ბავშვია დაშავებული, რომელიც ქედაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

ბავშვები მიკროავტობუსიდან გადმოვარდნენ. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მოძრავ მიკროავტობუსში კარის გასაღებ ღილაკს შემთხვევით დააჭირეს ხელი. 6-ივე მათგანი ქედის საავადმყოფოშია. შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები