ქედაში ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის 693 000 ლარია გამოყოფილი

ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის 693 000 ლარია გამოყოფილი. ამის შესახებ “აიპრესს” მუნიციპალიტეტის გამგეობამ განუცხადა.

ამჟამად ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ გორონეთში ვახტანგ ბოლქვაძის საცხოვრებელ სახლთან, რისთვისაც ბიუჯეტიდან 14 738 ლარი იხარჯება.

19 805 ლარია გამოყოფილი ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის, რომლის მოწყობაც სოფელ ახოში, ფორაულის უბანში სულოკო ბერიძის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარეობს.

ფერდსამაგრი სამუშაოს მოწყობა იგეგმება სოფელ გეგელიძეებში რომან სანიკიძის სახლთან, რისთვისაც ბიუჯეტიდან 62 258 ლარი დაიხარჯება.

წყარო: “ipress.ge”

სხვა ვიდეოები