ქედაში კავიანის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს

ქედაში კავიანის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს. საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შემდეგ ტურისტებისთვის საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. დაგეგმილია მოსასვენებელი ადგილების, კიბეების და მოაჯირების მოწყობაც. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობა 185 ათას ლარს დახარჯავს. წელსვე გამგეობა ზენდიდის ციხის მიმდებარე ტერიტორიასაც მოაწყობს.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები