ქედაში ლიტერატრული საღამო ,,პაემანი პოეზიასთან” გაიმართა

აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძე, მწერალთა სახლის ხელმძღვანელი ლალი კონცელიძე, პოეტები -ვახტანგ ღლონტი, სანდრო ბერიძე, ნათელა დუმბაძე, ანზორ ლორთქიფანიძე, რეზო თებიძე, შოთა და ლევან ანანიძეები, როინ აბუსელიძე, რაული ბოლქვაძე და დებიუტანტები – დიანა ყადიძე, ლევან ქადიძე – სამი თაობის პოეტები დღეს ლიტერატურულმა საღამომ შეკრიბა და მსმენელს უდიდესი სიამოვნება მიანიჭა.

სალონური საღამო ქედის კულტურის ცენტრის რეჟისორს – ლია მახარაძეს საინტერესოდ მიყავდა, რომელმაც პოეტების ბიოგრაფია, შემოქმედება და მათი პირველი პაემანი პოეზიასთან გაუზიარა ,,ქართული ჩუქურთმის” მოყვარულთ. იდეის ავტორმა – მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ, სიტყვით მიმართა სტუმრებს და საჩუქრად შალვა აბაშიძის წიგნი ,,ქედაო – ჩემო დედაო” გადასცა.

ღონისძიება გამგეობის ინიციატივით გაიმართა და როგორც ხელმძღვანელმა პირებმა აღნიშნეს, მომავალ წელსაც გაიმართება.

წყარო: “ქედის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები